კალათბურთი

21:59 | 18.03.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ვინი დელ ნეგრომ მე-200 გამარჯვება მოიპოვა

დღეს გამთენიისას "კლიპერსმა" ძალზედ იოლად მოახერხა ტრავმებისგან დასუსტებული "ნიუ იორკის" დამარცხება - 93:80. ეს გამარჯვება კალიფორნიელთა მთავარი მწვრთნელის ვინი დელ ნეგროს კარიერაში რიგით მე-200 გამოდგა - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.

ამ მიღწევით იგი გახდა რიგით მე-16 მოქმედი მწვრთნელი, რომელმაც გამარჯვებათა ამ ზღვარს უწია. ვინის მთავარი მწვრთნელის  სტატუსით ნბა-ში 379 მატჩი აქვს ჩატარებული და 53% მოგებული.

შეგახსენებთ, რომ დელ ნეგრო 2008-10 წლების სეზონში "ჩიკაგოს" ხელმძღვანელობდა, 2010 წლიდან კი "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უდგას სათავეში.  

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:59 | 07.07.2021
ბაგი-რეი (2265)

ჩემპიონობას თუ აპირებს ადანა, შეიძლება ნორმალური იყოს ამისი ტრანსფერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059329
სარეკლამო ადგილი - 99
X x X