ფეხბურთი

19:16 | 15.04.2014 | ნანახია 685 - ჯერ

ვილმოტსს ნაკრები კიდევ ოთხი წელი ანდეს

ბელგიის საფეხბურთო ასოციაციამ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან მარკ ვილმოტსთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდი იუწყება.

ვილმოტსი ნაკრებს 2012 წლიდან თავკაცობს, ხოლო 2009-2012 წლებში დიკ ადვოკატისა და ჟორჟ ლეკენსის ასისტენტად მუშაობდა.

“ნაკრებთან კონტრაქტი 4 წლით გავახანგრძლივე. მოუთმენლად ველი ამ ლამაზი ისტორიის გაგრძელებას თანამშრომლებთან, გულშემატკივრებთან და მოთამაშეებთან ერთად” – დაწერა ვილმოტსმა თავის “ტვიტერში”.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:30 | 15.04.2014
super (8) (1364)

ამ ღლემ არ თქვა ჰაზარდისთვის უკეთესია პსჯ უფრო მაღალი დონის გუნდიაო

20:29 | 15.04.2014
nufiko (489)

ევროპაში სამეულში შევიყვანდი ბელგიის ნაკრებს.. უძლიერესი ფეხბურთელები ყავს ყველა რგოლში.. მსოფლიოზე დიდ სიტყვას იტყვის

0.145127