ფეხბურთი

12:26 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილმოტსს ბრაზილიაში იანუზაი მიჰყავს

 ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ბრიტანული BBC-ის ინფორმაციით, ვილმოტსმა შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:

მეკარეები: ტიბო კურტუა (“ჩელსი”, ინგლისი), სიმონ მინიოლე (“ლივერპული”, ინგლისი), სემი ბოსიუტი (“ზიულტე-ვარეგემი”, ბელგია).

მცველები: ტობი ალდერვეირელდი (“ატლეტიკო”, მადრიდი), ანტონი ვანდენ ბორე (“ანდერლეხტი”), დანიელ ვან ბიუიტენი (“ბაიერნი”, გერმანია), ვენსან კომპანი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ტომას ვერმალენი (“არსენალი”, ინგლისი), ნიკოლას ლომბერტსი (“ზენიტი”, რუსეთი), ლორან სიმანი (“სტანდარდი”).

ნახევარმცველები: მარუან ფელაინი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), აქსელ ვიცელი (“ზენიტი”, რუსეთი) სტივენ დეფური (“პორტუ”, პორტუგალია), მუსა დემბელე, ნასერ შადლი (ორივე “ტოტენჰემი”, ინგლისი), კევინ დე ბრეინე (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ედენ აზარი (“ჩელსი”, ინგლისი), დრის მერტენსი (“ნაპოლი”, იტალია).

თავდამსხმელები: ადნან იანუზაი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), რომელუ ლუკაკუ (“ჩელსი”, ინგლისი), დივოკ ორიჯი (“ლილი”, საფრანგეთი), კევინ მირალიასი (“ევერტონი”, ინგლისი).

აღსანიშნავია, რომ ვილმოტსს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 წლის იანუზაი მიჰყავს, რომელსაც აქამდე ბელგიელთა შემადგენლობაში მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩში უთამაშია.

0.139904