ფეხბურთი

3:55 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ვილიარეალმა“ „ვალენსია“ არ დაინდო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში აღზევებული „ვილიარეალი“ კვლავ ბრწყინვალედ ასპარეზობს. სეზონის წინ, ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ 10 ტურის შემდეგ, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მე–4 ადგილზე იქნებოდა და არაერთ მეტოქეს გაამწარებდა.

„ელ მადრიგალზე“, მარსელინო გარსია ტორალის გუნდმა „ვალენსიას“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად დაამარცხა. ერთ–ერთი საუკეთესო იყო ჯოვანი დოს სანტოსი, რომელმაც დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მე–18 წუთზე, მექსიკელის პასით იკეჩუვკუ უჩემ იხეირა, რამდენიმე წუთში კი, ანგარიშში სხვაობა ერნან პერესმა გაზარდა.

მე–2 ტაიმის დებიუტში, დოს სანტოსი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გამოეხმაურა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. „ღამურებმა“ რიკარდუ კოშტას გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ეს მათთვის ვერაფერი შვება იყო.

მატჩში წერტილი დოს სანტოსმა ძალზე ეფექტური გოლით დასვა – მეტოქე ჩამოიშორა და შორი დისტანციიდან ულამაზესი დარტყმა შეასრულა – 4:1.

ადვილად იმარჯვა მადრიდის „ატლეტიკომაც“, რომელმაც „ბეტისს“ უმასპინძლა და 5 უპასუხო ბურთი გაუტანა. იღბლიანი დღე ჰქონდა მეორე ანდალუსიურ კლუბს – „სევილიას“, რომელმაც „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა.

შედეგიანობით გამოირჩა „სოსიედადისა“ და „ალმერიას“ დაპირისპირებაც. სან სებასტიანელებმა ალმერიელების კარი 3–ჯერ დალაშქრეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

 

სან–სებასტიანი. „ანოეტა“. 27000

სოსიედადი – ალმერია 3:0 (1:0)

სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, კ.მარტინესი, ანხელი, ი.მარტინესი, ჩორი კასტრო (ველა 81), პრიეტო, ბერგარა (როსი 70), პარდო, გრიზმანი (სეფეროვიჩი 76), აგირეჩე.

მწვრთნელი: ჰაგობა არასატე

ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ტრუხილიო, რაული (დიასი 53), სორიანო (ტებარი 73), ვერსა, აზიზი, ვიდალი, როდრი (ბარბოსა 54).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გოლი: 1:0 გრიზმანი (13), 2:0 გრიზმანი (50), 3:0 ანხელი (55)

გაფრთხილება: პარდო (35) – როდრი (5), ტორსილერი (49), რაფიტა (53)

კარში დარტყმა: 10 (3) – 15 (4) ჯარიმა: 10 - 14 კუთხური: 3 - 7 თამაშგარე: 3 - 5 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 4 – 0

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 25500

სევილია – ოსასუნა 2:1 (0:0)

სევილია: ბეტუ, პარეხა, კარისუ, ფიგეირაში, მორენო, მბია (კრისტოფორო76), რაკიტიჩი, მაჩინი, სამპერიო, გამეირო (პეროტი 64), ბაკა (რუსესკუ 83).

მწვრთნელი: უნაი ემერი

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოლო (სანხურხო 82), ლოტიე, ბერტრანი, არიბასი, პუნიალი, სილვა (ორიოლი 50), დე ლას კუევასი, ტორესი (ომვუ 71), რიერა.

მწვრთნელი: ხავი გარსია

გოლი: 1:0 რაკიტიჩი (55), 2:0 სამპერიო (75), 2:1 რიერა (87)

გაფრთხილება: რაკიტიჩი (33) – სილვა (11), პუნიალი (64), სანხურხო (84), რიერა (88)

გაძევება: დამია (35)

კარში დარტყმა: 23 (4) – 7 (3) ჯარიმა: 11 - 11 კუთხური: 9 - 3 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 2 – 2

 

ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 18000

ვილიარეალი – ვალენსია 4:1 (2:0)

ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, მუსაკიო, დორადო, ჰაუმე, პერესი (პერეირა 85), ტრიხეროსი, სორიანო, კანი (პინა 67), დოს სანტოსი, უჩე (აკინო 73).

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

ვალენსია: გუაიტა, კოშტა, მატიე, პერეირა, ბერნატი, ფუეგო, ბანეგა (პარეხო 57), კარტაბია, კანალესი, პაბონი (ფეგული 80), ჟონასი (პოშტიგა 75).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლი: 1:0 უჩე (17), 2:0 პერესი (22), 3:0 დოს სანტოსი (49), 3:1 კოშტა (63), 4:1 დოს სანტოსი (84)

გაფრთხილება: ჰაუმე (43), დორადო (52), პინა (87) – ფუეგო (54), კანალესი (58)

კარში დარტყმა: 15 (8) – 16 (8) ჯარიმა: 14 - 13 კუთხური: 6 - 9 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 7 – 4

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 43000

ატლეტიკო – ბეტისი 5:0 (1:0)

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, ტიაგუ, გაბი, კოკე (როდრიგესი 68), ოლივერი (ადრიანი 60), ვილია, კოსტა (გარსია 77).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბეტისი: სარა (ანდერსენი 46), პერკისი, ფიგერასი, დიდაკი, მატილია, რეიესი (მოლინა 46), იგებორი, მაბვატი, ხუანფრანი, ვადილიო (ნონო 62), ჩული.

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: 1:0 ოლივერი (1), 2:0 ვილია (52), 3:0 ვილია (56), 4:0 კოსტა (65), 5:0 გაბი (90)

გაფრთხილება: იგებორი (20), მაბვატი (54)

კარში დარტყმა: 16 (12) – 9 (1) ჯარიმა: 14 - 7 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 1 – 7

0.199058