ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–8 ტურის პირველ დღეს, ორი მატჩი ჩატარდა. ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა „ლა როსალედაზე“, სადაც „მალაგა“ „ოსასუნასთან“ დამარცხდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა აღმოჩენამ, ერთადერთი გოლი 23–ე წუთზე გაუშვა – ორიოლ რიერას დარტყმული ვილფრედო კაბალიერომ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ ესპანელმა ივარგა და სტუმრები დააწინაურა.
ამის შემდეგ, მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, მაგრამ საქმე გოლამდე ვერაფრით მიიყვანეს – 0:1.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ვილიარელმა“, რომელმაც „გრანადას“ უმასპინძლა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. სტუმართა რბევა ბრუნო სორიანომ დაიწყო – ესპანელმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაჰკრა და სტუმრებს პირველი გოლი „აგემა“. სორიანოს დაწყებული საქმე, ჯონათან პერეირამ და ჯოვანი დოს სანტოსმა განაგრძეს – მექსიკელი თანაგუნდელის გადაცემას გამოეხმაურა და ანგარიში 2:0 გახადა.
„გრანადას“ მცირეოდენი იმედი მაინც ჰქონდა, მაგრამ ტომას პინას ზუსტი თავურის შემდეგ, ფარ–ხმალი საბოლოოდ დაყარა და „ვილიარეალს“ 3 ქულა ჩააბარა.
ვილიარეალი. “ელ მადრიგალი”. 16000
ვილიარეალი – გრანადა 3:0 (1:0)
ვილიარეალი: ასენხო, იოკიჩი, მუსაკიო, დორადო, გასპარი, კანი, სორიანო, აკინო (გომესი 63), პინა (ტრიგეროსი 83), პერეირა (პერბე 71), დოს სანტოსი.
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
გრანადა: რობერტო, დიაკატე, ანგულო, ნიომი, მურილიო, იებდა, იტურა, ბუონანოტე, ბრაიმი (იგალო 57), პერეირა (ფულკე 72), ელ–არაბი (რიკი 57).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 1:0 სორიანო (1:0), 2:0 დოს სანტოსი (49), 3:0 პინა (82)
გაფრთხილება: ბუონანოტე (81)
კარში დარტყმა: 16 (4) – 8 (1) ჯარიმა: 9 - 13 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 1 – 1
მალაგა. „ლა როსალედა“. 22000
მალაგა – ოსასუნა 0:1 (0:1)
მალაგა: კაბალიერო, ანხელერი, ანტუნეში, სანჩესი, ხამესი, ტისონე, დუდა (ალ–ჰამდაუი 46), მორალესი (პავლოვსკი 46), დარდერი (ელიზეუ 86), პორტილიო, სანტა კრუსი.
მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოლო (პუნიალი 75), ლოტიე, ბერტრანი, არიბასი, სისი (ორიოლი 83), სილვა, დე ლას კუევასი (სანხურხო 70), არმენტეროსი, რიერა.
მწვრთნელი: ხავი გარსია
გოლი: 0:1 რიერა (23)
გაფრთხილება: კაბალიერო (74) – არიბასი (55), სილვა (60), დამია (63), ბერტრანი (71), რიერა (90)
კარში დარტყმა: 14 (3) – 13 (6) ჯარიმა: 7 - 14 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 5 – 3
1. | ბარსელონა | 7 | 7 | 0 | 0 | 24:5 | 21 | |
2. | ატლეტიკო | 7 | 7 | 0 | 0 | 19:5 | 21 | |
3. | ვილიარეალი | 8 | 5 | 2 | 1 | 15:7 | 17 | |
4. | რეალი | 7 | 5 | 1 | 1 | 14:7 | 16 | |
5. | ბილბაო | 7 | 4 | 0 | 3 | 12:12 | 12 | |
6. | ვალენსია | 7 | 4 | 0 | 3 | 10:10 | 12 | |
7. | ესპანიოლი | 7 | 3 | 2 | 2 | 10:9 | 11 | |
8. | ხეტაფე | 7 | 3 | 1 | 3 | 9:10 | 10 | |
9. | ლევანტე | 7 | 2 | 4 | 1 | 6:11 | 10 | |
10. | მალაგა | 8 | 2 | 3 | 3 | 11:7 | 9 | |
11. | ბეტისი | 7 | 2 | 2 | 3 | 7:7 | 8 | |
12. | გრანადა | 8 | 2 | 2 | 4 | 5:8 | 8 | |
13. | სოსიედადი | 7 | 1 | 4 | 2 | 6:8 | 7 | |
14. | სევილია | 7 | 1 | 3 | 3 | 11:13 | 6 | |
15. | სელტა | 7 | 1 | 3 | 3 | 7:10 | 6 | |
16. | ვალიადოლიდი | 7 | 1 | 3 | 3 | 6:9 | 6 | |
17. | ელჩე | 7 | 1 | 3 | 3 | 6:10 | 6 | |
18. | ოსასუნა | 8 | 2 | 0 | 6 | 6:13 | 6 | |
19. | ალმერია | 7 | 0 | 3 | 4 | 10:17 | 3 | |
20. | რაიო | 7 | 1 | 0 | 6 | 5:21 | 3 |
5 სექტემბერი: ელჩე – ესპანიოლი, რაიო – სოსიედადი, ლევანტე – რეალი, ბარსელონა – ვალიადოლიდი.
6 სექტემბერი: ატლეტიკო – სელტა, სევილია – ალმერია, ხეტაფე – ბეტისი, ბილბაო – ვალენსია.
ბომბარდირები: კოშტა („ატლეტიკო“), მესი („ბარსელონა“) – 8, რონალდუ („რეალი“) – 6, პედრო („ბარსელონა“) – 5.