ფეხბურთი

19:53 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილიამ “ნიუ იორკ სიტისთან” გააფორმა

32 წლის ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია ახალი ამერიკული კლუბის, “ნიუ იორკ სიტის” პირველი ფეხბურთელი გახდა.

ვილია რომ კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობდა, ეს აქამდეც ცნობილი იყო. დღეს, ესპანელმა შემტევმა “ნიუ იორკ სიტითან” კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მოქმედი 2017 წლამდეა.

“ნიუ იორკ სიტი” 2013 წელს, “მანჩესტერ სიტიმ” და ბეისბოლის გუნდმა “ნიუ იორკ იანკიზმა” დააარსეს. ეს გუნდი MLS-ის გათამაშებაში 2015 წლიდან ჩაერთვება, მანამდე კი, ფეხბურთელების დამატებითაა დაკავებული.

0.116723