ფეხბურთი

13:26 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილია ხელფასის დაკლებას დათანხმდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დავიდ ვილიამ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო კატალონიური “ბარსელონა” რომ დატოვა, ხელფასის დაკლებასაც დათანხმდა.

31 წლის ფეხბურთელმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი გუშინ გააფორმა. ჟურნალისტებმა დღეს დილით თავდამსხმელის პირადი კონტრაქტის დეტალები გაარკვიეს და აღმოაჩინეს, რომ ვილიას ანაზღაურება შეუმცირდება.

დავიდი კატალონიურ კლუბში თუ დარჩებოდა, მისი წლიური ხელფასი 11 მილიონი ევრო იქნებოდა და ყველა გადასახადის დაფარვის შემდეგ, ხელზე 6 მილიონს მიიღებდა. “ატლეტიკოში” მისი წლიური ანაზღაურება 4,5 მილიონი იქნება.

აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოში” თამაშისას რადამელ ფალკაო სწორედ 4,5 მილიონს იღებდა და მადრიდელები მასზე დიდი ხელფასის გადახდას არავისთვის აპირებენ.

 

0.118921