ფეხბურთი

17:27 | 14.02.2013 | ნანახია 3542 - ჯერ

ვილია “გრანადასთან” გამოირიცხა

“ბარსელონას” 31 წლის თავდამსხმელი დავიდ ვილია ლა ლიგის მომდევნო ტურში, “გრანადას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი თირკმლის პრობლემაა.

რამდენიმე დღის წინათ, ვილიას კენჭის გავლა ჰქონდა და ძლიერი ტკივილებით, ის ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ივარაუდებოდა, რომ ასტურიელი ვარჯიშის განახლებას ოთხშაბათს მოახერხებდა, მაგრამ მას ტკივილმა თავი შეახსენა და ფეხბურთელი საავადმყოფოში დააბრუნეს.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის მე-7 ნომრის “გრანადას” წინააღმდეგ თამაში გამორიცხულია. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ვილია ჩემპიონთა ლიგაზე, “მილანის” წინააღმდეგ თამაშს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:10 | 10.08.2013
mushni (93569)

ბოლტი ლეგენდაააააააა მიდი ჰუსეინ

0.067506
3542