ფეხბურთი

18:54 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ვილია დიდებული ფეხბურთელია" - სუბისარეტა

 

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ამტკიცებს, რომ კატალონიელებისთვის დავიდ ვილიას მიერ მათ კარში გატანილი გოლი წარმოუდგენელი არ ყოფილა. სუბისარეტამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ვილიას გაშვების დროს კლუბმა იცოდა მისი სათამაშო კლასი.

"ჩვენ ყველამ ვიცით ვილიას შესაძლებლობები და თვისებები. მადრიდის "ატლეტიკოში" წარმატებას ვუსურვებთ და გვჯერა, რომ ის კიდევ ბევრ გოლს გაიტანს" - აღნიშნა სუბისარეტამ

ვილიამ "ბარსელონაში" 116 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. 2010 წელს კატალონიელებმა ესპანელი თავდამსხმელი "ვალენსიასგან" 40 მილიონ ევროდ შეიძინეს, ხოლო სამი წლის შემდეგ, "ატლეტიკოში" 5.1 მილიონ ევროდ გაუშვეს.

გიორგი ბალახაძე


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111076