ფეხბურთი

15:12 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილია ბალოტელის უფრთხის

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დავიდ ვილიამ “მილანთან” მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. ესპანელის აზრით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩებში, მადრიდელები ყველაზე მეტად მარიო ბალოტელის უნდა უფრთხოდნენ.

“ბალოტელის თამაშში გარდატეხა ყოველთვის შეაქვს. “მილანში” ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია, მაგალითად, კაკა, მაგრამ მე ბალოტელის გამოვარჩევდი. “მილანთან” დუელისთვის მზად ვართ. მართალია, “როსონერი” იტალიის ჩემპიონატში არცთუ დამაჯერებელია, მაგრამ ამ კლუბს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს”, - განუცხადა “ელ გუახემ” მადრიდულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკო” “მილანს” ოთხშაბათს დაუპირისპირდება.

 

0.13065