ფეხბურთი

18:10 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილია 10 დღეს გამოტოვებს

“ატლეტიკოს” თავდამსხმელი დავიდ ვილია ტრავმირებულია და ის გუნდს უახლოესი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ლა ლიგის გასულ ტურში, “სოსიედადთან” მოგებული შეხვედრის (4:0) 38-ე წუთზე, ვილიამ ანგარიში გახსნა, ხოლო 3 წუთში ის ბარძაყის ტრავმის გამო შეცვალეს.

მადრიდული გუნდის ოფიციალური “ტვიტერის” ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელს კუნთი აქვს დაჭიმული. გავრცელებული ინფორმაციით, ვილიას მკურნალობას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის “რეალთან” სამეფო თასზე, ხოლო “ალმერიასთან” ლა ლიგაში ვერ ითამაშებს.

დავიდ ვილია “ატლეტიკოში” გასულ ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში, მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 29 თამაშში მან 13 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.113168