საფრანგეთის ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ ზინედინ ზიდანი წარმატებული მწვრთნელი გახდება.
“ზიდანთან ერთად ვსწავლობდი. ის მათ რიცხვშია, ვისაც სწავლა რეალურად უნდა და არ ამბობს: “მე ზიდანი ვარ, გუნდში მუშაობა მსურს”. ვფიქრობ, მას ყველაფერი გამოუვა. როდესაც მწვრთნელი ხარ, აღმასვლა და დაღმასვლა მუდმივად შენი თანმდევია. შესაძლოა, ახლა ერთ მდგომარეობაში ხარ, ხოლო წუთის შემდეგ – სხვა. ამ შემთხვევაში, მომავალზე საუბარი რთულია, მაგრამ ზიდანის წარსულის გათვალისწინებით, მას წარმატება ელის. მას უკვე საუცხოო გამოცდილება აქვს. ეს ადამიანი ყოველთვის ეუბნება გუნდს იმას, რაც საჭიროა და ამას სახალხოდ არ განიხილავს” – იუწყება Infosport-ი სანიოლის სიტყვებს, რომელსაც ზიდანის გვერდით საფრანგეთის ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაუტარებია.
ამჟამად. 41 წლის ზიდანი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტია.