ლონდონის “ტოტენჰემის” ახალგაზრდა მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს ზაფხულში არაერთი საინტერესო წინადადება ჰქონდა. მისით დაინტერესებას პსჟ, “რეალი” და “ბარსელონა” გამოთქვამდნენ.
მიუხედავად ამისა, 35 წლის სპეციალისტმა ახალ წინადადებებზე უარი განაცხადა და Sky Sports-თან ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე ისაუბრა.
“ყველა წინადადებაზე უარი განვაცხადე, რადგან “ტოტენჰემში” გამიჩნდა შანსი, ერთ გუნდში მეორე სეზონი დამეწყო. ვფიქრობ, ეს გარკვეულ უპირატესობას მაძლევს. “ტოტენჰემში” ყველაფეროთ კმაყოფილი ვარ და სწორედ ამიტომ, სხვა წინადადებებზე უარი განვაცხადე”, – აღნიშნა ვილაშ-ბოაშმა.
პორტუგალიელმა 8 თვე იმუშავა “აკადემიკაში”, შემდეგ ერთი სეზონი “პორტუში” გაატარა, რის შემდეგაც ინგლისს მიაშურა და “ჩელსიში” 256 დღე დაჰყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
სად არის ებრაელი მეპატრონეების დაპირება?
ძალიან კარგია რომ გორში ესეთი ინფრასტრუქტურაა და აკადემიაც აქვს გუნდს უბრალოდ ეხლა იმაზე იფიქრეტ რომ არ გავარდეთ და ნორმალური გუნდი გააკეთეთ.ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გორის დილას ჩაეძინა და როდის უნდა გაიღვიძოს?