ფეხბურთი

13:44 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაშმა პსჟ უარყო

ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ ზაფხულში, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენისგან” ჰქონდა წინადადება, მაგრამ ნისლიან ალბიონზე დარჩენა არჩია.

“პსჟ-ს პრეზიდენტთან მართლაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მას ხშირად ვესაუბრები. პსჟმ-მ წინადადებით მომმართა, მაგრამ საქმე კონკრეტულ მოლაპარაკებამდე არ მიგვიყვანია. მუშაობის გაგრძელება “ტოტენჰემში” მსურდა და წასვლაზე არც მიფიქრია”, - განუცხადა ვილაშ-ბოაშმა A Bola-ს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, პარიზელებს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. სეზონის ბოლოს, იტალიელმა პსჟ დატოვა და მადრიდის “რეალში” გადაბარგდა, რის შემდეგაც ფრანგებმა ვილაშ-ბოაშის დაყოლიება სცადეს.

 

0.123277