დიდი ალბათობით, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში დაიკავებს. ამის შესახებ “სკაი იტალია” იუწყება.
როგორც ირკვევა, რუსებმა “ტოტენჰემის” ყოფილ თავკაცს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. თავის მხრივ, ვილაშ-ბოაში “ზენიტის” წინადადებით მოხიბლულია და მისი გაწვრთნის წინააღმდეგი არაა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად, ვილაშ-ბოაში “ტოტენჰემში” მუშაობდა, საიდანაც გასული წლის ბოლოს დაითხოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოლ ხუმარა.