ფეხბურთი

14:42 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში: “ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები მხარს მიჭერენ”

ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას ძველებურად ენდობა და არც ფეხბურთელებთან აქვს კონფლიქტი.

“ხელმძღვანელობა მხარს მიჭერს. გვერდში მიდგანან ფეხბურთელებიც და ახლა მხოლოდ წინსვლა გვმართებს. ჩემსა და ხელმძღვანელებს შორის ერთადერთი საუბარი 2-3 დღის წინათ შედგა. ისინიც იმავეს ფიქრობენ, რასაც მე. მომავალში, ვითარება უნდა გამოვასწოროთ. ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო. “სიტისთან” მატჩის შესახებ მოკლედ ვისაუბრეთ. ჩემზე ზეწოლას მხოლოდ პრესა ახდენს”, - განუცხადა პორტუგალიელმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” “ტოტენჰემი” 6:0 გაანადგურა, რის შემდეგაც ბრიტანული პრესა ლონდონურ კლუბში არსებულ არეულობაზე აქტიურად იუწყება. 

 

0.120293