ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მუშაობით აღფრთოვანებულია. ეს მან მას შემდეგ განაცხადა, რაც მიუნხენური გუნდი კატარში მოინახულა.
“გვარდიოლას უკვე დიდი მემკვიდრეობა აქვს. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მწვრთნელია.
გვარდიოლამ ფეხბურთი შეცვალა. მან ფეხბურთში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა. ამ სპეციალისტმა მსოფლიოს თვალი აუხილა.
თუ ევროპის წამყვანი გუნდების თამაშს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ისინი “ბარსელონას” გავლენას განიცდიან.” – ციტირებს ვილაშ-ბოაშის სიტყვებს FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.