ფეხბურთი

12:54 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში: “ერიქსენი მომავალი ვარსკვლავია”

“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ინგლისის ჩემპიონატის მე-4 ტურში “ნორვიჩის 2:0 ძლევის შემდეგ ჟურნალისტებთან გუნდში არსებულ მაღალ კონკურენციაზე ისაუბრა. ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს კი მომავალი ვარსკვლავი უწოდა.

“ჩვენს გუნდში ძალიან სერიოზული შიდა კონკურენციაა, რაც თითოეული ფეხბურთელის შემართებას და სათამაშო კლასს კიდევ უფრო ზრდის. ამის ბრწყინვალე მაგალითი ერიკსენია, რომელიც საოცრად პროგრესირებს. ეს ფეხბურთელი მომავალი კაშკაშა ვარსკვლავია” – ციტირებს ვილაშ-ბოაშის სიტყვებს Sky Sports.

 

0.11423