ფეხბურთი

12:24 | 10.11.2013 | ნანახია 387 - ჯერ

ვილაშ-ბოაში დეფოს გაყიდვას არ აპირებს

 

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდ ჯერმეინ დეფოს ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში გოლი არ გაუტანია, გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მასთან განშორებას არ აპირებს.

31 წლის თავდამსხმელმა ევროპის ლიგის ხუთ თამაშში შვიდი გოლი გაიტანა (მათ შორის ორი თბილისის “დინამოს” კარში), ხოლო ლიგის თასზე მეტოქის კარი ორჯერ აიღო.

“დეფოს გუნდიდან წასვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ გოლებით, რომლებიც მან გაიტანა. მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 9 ზუსტი დარტყმაა” - თქვა ვილაშ-ბოაშმა.

გუშინ “ნიუკასლის” მწვრთნელმა ალან პარდიუმ აღიარა, რომ დეფოსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის შეძენას არ გამორიცხავს.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:22 | 23.05.2019
KoRBeN DaLLaS (24846)

ბიჯოოო სულ 16 გეიმი გათამაშდა და გამოდის რომ საკუთარი მოწოდება მხოლოდ ერთხელ მოიგო ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067164
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
387