ფეხბურთი

16:47 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში 5-10 წელიწადში წავა

ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში სამწვრთნელო კარიერას 5-10 წელიწადში დაასრულებს. ამის შესახებ თავად 37 წლის პორტუგალიელმა განუცხადა O Jogo-ს.

“უკვე გადავწყვიტე, რომ უახლოეს 5-10 წელიწადში ფეხბურთიდან წავალ. სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს და აქ ამიტომაც ვარ, მაგრამ სხვა მიზნებიც მაქვს. პარიზულ რალიში მონაწილეობის მიღება ჩემი ცხოვრების ოცნებაა. ეს ისაა, რაც ფეხბურთის შემდეგ უნდა გავაკეთო. რალიში ასპარეზობის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში მექნება, თუ სამწვრთნელო კარიერას დავასრულებ. რთული იქნება, მაგრამ ამას აუცილებლად შევძლებ”, - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

ცნობისათვის, ვილაშ-ბოაშმა სამწვრთნელო საქმიანობა 2009 წელს დაიწყო.

 

0.143142