კატალონიის “ბარსელონას” მორიგი სატრანსფერო მიზანი ცენტრალური მცველის შეძენაა. Sport.es-ის ცნობით, ნეიმარის გაფორმების შემდეგ, კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბი ლონდონის “ჩელსის” უკანახაზელის – დავიდ ლუისის გადაბირებას გეგმავს.
“ბარსას” თავკაც ტიტო ვილანოვას პსჟ-ს მცველის – ტიაგო სილვას ყიდვა სურდა, მაგრამ ფრანგებმა ბრაზილიელი ძვირად დააფასეს. სადღეისოდ, კატალონიელები 100%-ით დავიდ ლუისზე გადაერთვნენ.
ბრაზილიელის სანაცვლოდ, “ბარსა” “ჩელსის” 25 მილიონ ევროს შესთავაზებს. აქვე გეტყვით, რომ ლუისს “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.