ფეხბურთი

13:24 | 22.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილანოვა აპრილში დაბრუნდება

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი ტიტო ვილანოვა, რომელიც მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის, სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას აპრილში შეძლებს. 

ვილანოვამ სიმსივნის მოსაშორებელი ოპერაცია დეკემბერში გაიკეთა, რის შემდეგაც ნიუ იორკის ერთ-ერთ კლინიკას მიაშურა რეაბილიტაციის კურსის გასავლელად. კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ ხუთშაბათს მოინახულა. მისი თქმით, ვილანოვას აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 
დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ვილანოვა გუნდს “მილანთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. 
0.110365