ჩოგბურთი

10:08 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიკტორიას ვიქტორია ცინცინატიში

 24 წლის ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერის სერენა უილიამსის ზედიზედ 14 მატჩისგან შემდგარი მოგებების სერია ცინცინატის ტურნირის ფინალში შეწყვიტა, უმცროს უილიამსს 2:6, 6:2, 7:6 მოუგო და მთავარ პრიზთან ერთად 900 სარეიტინგო ქულა და 426 ათასი დოლარი დაიმსახურა.

აზარენკამ 31 წლის სერენას დამარცხებას ორსაათნახევარი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში მეტოქეებმა 5-5 ბრეიკი შეასრულეს და აზარენკამ კარიერის განმავლობაში მესამედ მოახერხა სერენა უილიამსის წინააღმდეგობის დაძლევა. თავის მხრივ, კლასიფიკაციის პირველ ნომერს 12-ჯერ ჰყავს დამარცხებული საუკეთესო ბალარუსი ჩოგბურთელი ქალი.

 

 

0.117445