ფეხბურთი

22:19 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩი საავადმყოფოდან გაწერეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი საავადმყოფოდან გამოწერეს და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

პრემიერლიგის გასულ ტურში, “მანჩესტერსა” და “არსენალს” შორის გამართულ შეხვედრაში, ვიდიჩმა თავის არეში დარტყმა პირველ ტაიმში მიიღო და ის შესვენებაზე შეცვალეს. თამაშის შემდეგ ვიდიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ტვინის შერყევა დაუდგინდა. დღეს, ფეხბურთელი საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ კვლავ უცნობია, როდის განაახლებს ის თამაშს.

0.13943