ფეხბურთი

14:26 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩი მზადაა, რუნი – არა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა, თავდამსხმელი უეინ რუნი კი, მოედანს 6 აგვისტოს დაუბრუნდება. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” ოფიციალური საიტი იუწყება.

“ვიდიჩის აღდგენითი პროცესი ბრწყინვალედ მიდის. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, ის უახლოეს მატჩშივე ითამაშებს. სავარაუდოდ, რუნის დაბრუნება 6 აგვისტოს, სტოკჰოლმში, აიკ-თან მატჩში შედგება”, - განაცხადა მანჩესტერელთა თავკაცმა დევიდ მოიესმა.

დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ რუნიცა და ვიდიჩიც სეზონის სტარტს სრულიად ჯანმრთელები შეხვდებიან.

 

0.114878