ფეხბურთი

11:17 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩი იმედგაცრუებული არაა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ დონეცკის “შახტართან” მატჩში მოპოვებული ქულით უკმაყოფილო არაა. სერბი უკანახაზელი ფრეს ლოგიკურ შედეგად მიიჩნევს.

“ვერ ვიტყვით, რომ ფრე არასამართლიანი შედეგია. “შახტარს” კარგი ფეხბურთელები ჰყავს და დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. გეთანხმებით, მეტოქის მეკარეს არცთუ ხშირად ვაწუხებდით, რადგან დონეცკელები კარგად თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, სწრაფი გოლი გავიტანეთ და თამაშის კონტრშეტევებზე აგება ვცადეთ. საერთო ჯამში, იმედგაცრუებული ნამდვილად არ ვარ”, - განაცხადა ვიდიჩმა “შახტარის” პრესსამსახურთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ “შახტარისა” და “მანჩესტერის” დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11537