ფეხბურთი

13:46 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩი: “ეს ჩემი ბოლო სეზონია მანჩესტერში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა დაადასტურა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. მოქმედ კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება და სერბი მცველი ახალ გამოწვევებს ელის.

“ამ კლუბში ბრწყინვალე რვა წელი გავატარე. “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად 15 ჯილდო მოვიგე. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი, მაგრამ დადგა დრო, სხვა გზას დავადგე. უკვე გადავწყვიტე, რომ მომავალი სეზონიდან სხვა კლუბის მაისურით ვითამაშებ” – ციტირებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ვიდიჩის სიტყვებს.

ევროპული სპორტული გამოცემების ცნობით, სერბი მცველის შესაძენად ყველაზე მეტად მილანის “ინტერი” აქტიურობს.

0.115304