კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
“დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ოლიმპიურ კომიტეტს ამ საპატიო ჯილდოსათვის – თქვა ნოვაკმა – წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მავალდებულებს, მომავალ სეზონში ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინო. ამ წლის გვირგვინად, პირველად სერბეთის ისტორიაში, ჩვენი ნაკრების მიერ დევისის თასის მოგება იქცა. ეს მე ქოჩრის დაკარგვად კი დამიჯდა, მაგრამ სერბეთისა და მისი დიდებისთვის ამაზეც ყაბულს ვარ.”
შეგახსენებთ, დევისის თასის ფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ სერბმა მეჩოგნეებმა – წინასწარ დათქმული პირობისამებრ – თავები იქვე გადაიხოტრეს.