ქართველი ფალავანი იაპონიაში ლეგენდარულმა ანტონიო ინოკიმ მიიწვია. იმ პერიოდში ინოკი პროფესიონალ მოჭიდავეთა ეროვნულ ასოციაციას ხელმძღვანელობდა და პარალელურად მეტად საინტერესო ორთაბრძოლებსაც ატარებდა. ჩოჩიშვილთან დაპირისპირებამდე იგი ლეგენდარულ მოკრივე მუჰამედ ალის შეხვდა - ორთაბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. როგორც ამბობენ, ინოკისთან შერკინების წინ, ქართველ ძიუდოისტთან ორთაბრძოლის ორგანიზატორები მივიდნენ და სოლიდური თანხის სანაცვლოდ ქართველს პაექრობის “დათმობა” შესთავაზეს, რაზედაც ჩვენი ფალავანისაგან სასტიკი უარი, მიიღეს. ინოკი-ჩოჩიშვილის ორთაბრძოლა 1989 წლის აპრილის მიწურულს შედგა და ქართველის გამარჯვებით დასრულდა