ქრონუმი სპორტის ახალი სახეობაა, რომელშიც გაერთიანებულია ფეხბურთის, ხელბურთისა და ნაწილობრივ კალათბურთის ელემენტები. წრიულ მოედანზე ოთხი კარი დგას, კარის ზედა ძელზე წრეებია, რომელშიც ბურთის გატარება შეიძლება. მოედანი ზონებადაა დაყოფილი. კართან გოლის ზონაა, საიდანაც პირდაპირ კარში გატანილი გოლი ერთ ქულას ნიშნავს, წრეში გატანილი - 2 ქულას. გოლის ზონის შემდეგ "ვეიჯ" ზონაა, საიდანაც კარში გატანა 2 ქულაა, წრეში ბურთის გატარება - 4 ქულა.
შემდეგ მოდის "ფლექს" ზონა, საიდანაც ბურთის კარში გატანა 3 ქულა "ღირს", ხოლო წრეში გატარება - 6 ქულა. და ბოლოს, "კროს" ზონიდან გოლი შესაბამიად 4 და 8 ქულად ფასობს.
თამაში 3 პერიოდისაგან შედგება. თითოეული პერიოდის ხანგრძლივობა 20 წუთია
