NHL-ის ჰოკეის კლუბ “ტორონტო მეიპლ ლივზის” თავდამსხმელმა მიხაილ გრაბოვსკიმ მეტოქის კარში შაიბა თავით გაიტანა. 11 მარტს, გამთენიისას, რეგულარულ ჩემპიონატში ტორონტოელები “ფილადელფია ფლაიერსს” დაუპირისპირდნენ. მცველ დიონ ფანეფის დარტყმული შაიბა გრაბოვსკის შლემის დამცავ მინაზე მოხვდა და კარში შევარდა. Aრადა, რომ არა ბელარუსი ჰოკეისტის თავი, შაიბა კარს ასცდებოდა.