მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

13:24 | 15.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი "ბარსელონასთან" მატჩში

 

  პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მაისურით ევროლიგაში კარგი დებიუტი გამოუვიდა გიორგი შერმადინს. მართალია, მისმა კლუბმა კატალონიაში “ბარსელონასთან” 68:76 წააგო, თუმცა, ქართველმა ცენტრმა მისთვის დათმობილი 07:29 წუთი კარგად გამოიყენა და სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, გეიორგიოს პრინტეზისის (14) და ვასილის სპანულისის (14) შემდეგ, გუნდში მე-3 მაჩვენებელი (10) ჰქონდა.
შერმადინმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოებშიც ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა, ექვს ქულას კი 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება წაუმატა.
თეგებიკალათბურთი
0.122373