მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

14:07 | 12.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 4 ქულა (2-2 ორქულიანი), 1 მოხსნა (შეტევაში) და 1 ჩაჭრა 2:07 წუთში

ბრუკლინ ნეთსისა” და პი ჯეი კარლესიმოს წარმატებული სერია გრძელდება. “ნიქსს” ბოლო 7 მატჩში 6 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და დღეს გამთენიისას საკუთარ დარბაზში საკმაოდ იოლად, 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხა “ფინიქს სანზი” 99:79. ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია პარკეტზე მხოლოდ მეოთხე მეოთხედის ბოლო 2:07 წუთით გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად მინიმალური სათამაშო დროისა, იგი მოურიდებლად უტევდა მეტოქის კალათს და 4 ქულა (2-2 ორქულიანი), 1 მოხსნა (შეტევაში) და 1 ჩაჭრა დააგროვა.

თეგებიკალათბურთი
0.109432