ლევან კობიაშვილმა 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და საშობაო არდადეგების შემდეგ, 3 იანვარს ბერლინის “ჰერტაში” სრული დატვირთვით ივარჯიშა. ქართველი ნახევამცველის დაბრუნებამ ბერლინელი ჟურნალისტების საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. tv.berlin-მა კობიაშვილზე სიუჟეტი მოამზადა და თავად ფეხბურთელსაც ინტერვიუ ჩამოართვა.