ქართველმა წესების გარეშე მებრძოლმა, გურამ გურგენიშვილმა მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 5 მარტს, მოსკოვში ჩატარებულ ბრძოლაში კიევური კლუბის სახელით მოჩხუბარმა გურგენიშვილმა რუსი მაქსიმ გრიშინი მე-4 წუთზე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.