ქართველი სპორტსმენები

13:25 | 17.12.2012 | ნანახია 0 - ჯერ

ფერენც ბენე - უნგრული ფეხბურთის ვარსკვლავი

1944 წლის 17 დეკემბერს დაიბადა  ფერენც ბენე. უნგრეთის ნაკრებისა (1962-79) და ბუდაპეშტის “უიპეშტ დოჟას” (1961-78) ფორვარდი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირებზე გატანილი აქვს სარეკორდო რაოდენობის გოლი (12). 1964 წლის ოლიმპიადაზე მაროკოს 6 გოლი გაუტანა. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლი მფლობელი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). ინგლისის მუნდიალზე ულამაზესი ბურთი გაიტანა ბრაზილიელთა კარში, როცა საჯარიმო მოედანზე 2 სამხრეთამერიკელ მცველს მოხდენილი ფინტით აჯობა და მარცხენა ფეხით აუღებელი დაარტყა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის კარში.

თეგებიფეხბურთი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065628