მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

13:17 | 24.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “ატლანტამ” 10-ქულიანი სხვაობით იმარჯვა

ზაზა ფაჩულია და მისი “ატლანტა ჰოუქსი” განაგრძობენ მოგებათა სერიას 2012-13 წლების ნბა-ს რეგულარულ გათამაშებაში. ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებმა ამჯერად სტუმრად “შარლოტ ბობქეთსი” დაამარცხეს 10-ქულიანი სხვაობით - 101:91.ლარი დრიუმ კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩართო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელმაც მატჩის მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ზაზამ პარკეტზე უჩვეულოდ მცირე დრო დაჰყო - 13:41 წუთი, თუმცა ამ დროშიც მშვენიერი სტატისტიკის დაგროვება მოასწრო 9 ქულა (3 - 4 ორქულიანიდან, 3 - 4 საჯარიმოდან), 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

თეგებიფეხბურთი
0.106995