ბოლო 4 მატჩში 3 გოლი - ასეთია ლევან ყენიას მონაგარი ლვოვის "კარპატიში". 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა "ვოლინთან" შინ კიდევ ერთი მშვენიერი თამაში ჩაატარა და გოლიც გაიტანა. ეს მოხდა "კარპატი"-"ვოლინის" მატჩის 65-ე წუთზე. ყენიამ 2:0 გახადა ანგარიში და შეხვედრაც ასე დასრულდა.