ნიკა ძალამიძის "იაგელონიამ" სენსაცია მოახდინა და ვარშავაში 2:1 სძლია "ლეგიას", რომელიც ლიდერი იყო და მარცხის მიუხედავად, ლიდერადვე დარჩა. ძალამიძემ 87 წუთი გაატარა მინდორზე, აქტიურად ითამაშა და გადამწყვეტი გოლი სწორედ მან გაატანინა ტომაშ ფრანკოვსკის - მშვენიერი პასი გაუკეთა ქართველმა.