ქართველმა მოკრივემ დავით მაკარაძემ, პროფესიულ რინგზე ჩატარებულ 27-ე შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 33 წლის სპორტსმენი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს კრივის კავშირის (WBU) ვერსიის საჩემპიონო ქამარს ამსტერდამში დაეუფლა, ჰოლანდიელი ჰასან აით ბოსუს ძლევით.