საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გამართულ დრამატულ მატჩში, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა მასპინძლები 96:95 დაამარცხეს და D ჯგუფში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩნენ.