17 წლის ფორვარდმა იოელ პოჰიანპალომ 2 წუთსა და 49 წამში სამი გოლი გაიტანა
ფინეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში. მოქმედი ჩემპიონი ჰიკ-ი შინ “მარიეჰამნს” ხვდებოდა და 0:1-ს აგებდა, თუმცა მასპინძელთა 17 წლის ფორვარდმა იოელ პოჰიანპალომ 71-ე, 72-ე და 74-ე წუთებზე სამი ბურთი შეაგდო და გუნდს 3:1 მოაგებინა.