მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

21:41 | 31.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფარზე თამაშისას საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო

31-ე მოგება მიითვალა ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუკსმა”. საკუთარ “ფილიფს არენაზე” ჯორჯიელებმა “ნიუ იორკ ნიქსს” უმასპინძლეს და დამაჯერებლად - 100:90 დაამარცხეს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ფარზე თამაშისას საუკეთესო გახლდათ საქართველოს ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია. 5 ქულასთან ერთად, მის ანგარიშზე 12 მოხსნაა. ზაზამ 34 წუთში 6-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, ერთი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ ჩაჭრა, თავადაც ერთხელ დაკარგა და პერსონალურად სამჯერ დაჯარიმდა.
თეგებიკალათბურთი
0.113717