ტურინის “იუვენტუსის” ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
“იუვენტუსში” 2011 წელს გადასულ სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებდა. იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელსაც ვადა 2017 წლამდე აქვს.
26 წლის არტურო ვიდალს “იუვენტუსის” მაისურით ჩატარებულ 99 თამაშში 32 გოლი დაუგროვდა. მიმდინარე სეზონში, 19 თამაშში, მან თავი 10-ჯერ გამოიჩინა.