ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, არტურო ვიდალმა, შესაძლოა, ევროპის ლიგის ნახევარფინალში, “ბენფიკასთან” გასამართ მატჩში ვერ ითამაშოს.
იტალიური პრესის ცნობით, ტურინელთა ჩილელმა ნახევარმცველმა ტრავმა დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო და კლუბში ჯერ არ იციან, მოასწრებს თუ არა ის ხვალ გასამართ დაპირისპირებამდე გამოჯანმრთელებას.
ვიდალის მსგავსად, “ბენფიკასთან” საეჭვოა “იუვენტუსის” კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის, კარლოს ტევესის თამაშიც.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საიდან არის სევილიის ჯუვეს რომელი გუნდი ჯობია ევროპის ლიგაზე ეხლა ტუ გინდა shemadgenlobas gadaxe elementaluri bufonis nairi da pirlos nairiii pegburteli arcerts ar yavs
სევილიასია თასი