ფეხბურთი

17:49 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი ტრავმით თამაშობს

ტურინის “იუვენტსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი აცხადებს, რომ ბოლო დროს, მას მუხლის ტრავმით თამაში უწევს.

ვიდალმა “ლიონთან” ევროპის ლიგაზე გამართული მატჩი ბოლომდე ვერ ჩაატარა. ამის მიზეზი ტრავმაა. თამაშის შემდეგ, 26 წლის შუახაზელმა კომენტარი გააკეთა: “მუხლი საკმაოდ სერიოზულად მაქვს დაზიანებული და ბურთთან შეხება მიჭირს. ტრავმა ჯერ კიდევ “ფიორენტინასთან” მივიღე და ის თამაშში ხელს მიშლის.” – აცხადებს ვიდალი.

“იუვენტუსმა”, “ფიორენტინასთან” მატჩის შემდეგ, 6 თამაში ჩაატარა და ვიდალმა მონაწილეობა 4 მათგანში მიიღო. იტალიური პრესის ცნობით, ჩილელი ნახევარმცველი სერია A-ს უახლოეს ტურში, “უდინეზეს” წინააღმდეგ არ ითამაშებს.

0.125333