ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი აცხადებს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, მას სეზონის ყველა თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია.
ვიდალს, ბოლო დროს, მუხლის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება მოახერხა და მექსიკასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში სრულად ითამაშა.
“შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მუხლის ტრავმა სრულად მოვირჩინე. ახლა, მზად ვარ ტურინში დავბრუნდე. ამ მატჩით ვაჩვენე, რომ “იუვენტუსის” რიგებში, სეზონის ყველა თამაშის ჩატარება შემიძლია.
შესანიშნავ ფორმაში ვარ. წინ რთული მატჩების სერია გველის: “უდინეზე”, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა და ბოლოს “მილანი”. ამ თამაშებში სრულად დახარჯვა მომიწევს, მაგრამ დღეს დავამტკიცე, რომ მთელი შეხვედრის ჩატარება შემიძლია.” – აცხადებს არტურო ვიდალი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პეპეს ეყოს ეხა მართლა 100 კილოა კაცი და პირველი 2 სეზონის მერე არც უტამაშია ისე იღებს ხელფასს
კაი ტიტულები და ფული მოხია და წავიდეს აწი ამერიკაში