ფეხბურთი

20:53 | 21.10.2013 | ნანახია 799 - ჯერ

ვიდალი “რეალთან” საეჭვოა

ტურინის “იუვენტუსი” “რეალთან” მატჩს, შესაძლოა, დიდი დანაკლისით შეხვდეს. ბებერი სინიორას რიგებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, არტურო ვიდალის თამაში საეჭვოა.

სერია A-ს გასულ ტურში, “ფიორენტინასთან” 2:4 წაგებულ შეხვედრაში, ვიდალი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, მაგრამ ჩილელმა შუახაზელმა ტრავმის მიღება მაინც მოასწრო.

Goal-ის ცნობით, ვიდალს სამედიცინო გამოკვლევა უახლოს მომავალში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ტრავმის შესახებ დეტალური ინფორმაცია და გამოჯანმრთელების ვადები გახდება ცნობილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.056112
799