ფეხბურთი

21:02 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი მუნდიალზე ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” სამედიცინო შტაბის უფროსმა ფაბრიციო ტენკონემ განაცხადა, რომ ნახევარმცველი არტურო ვიდალი ჩილეს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე დაეხმარება.

“არტურომ ტურინი უკვე დატოვა. მისი მუხლი ოპერაციის შემდეგ კარგ მდგომარეობაშია. ახლა, მის ჯანმრთელობას ჩილელი ექიმები მიხედავენ. მედიკოსების სახელით შემიძლია გითხრათ, რომ მას ტრავმის გართულება არ აქვს და მუნდიალზე თამაშს შეძლებს”, - განუცხადა ტენკონემ იტალიურ მედიას.

ცნობისათვის, ვიდალმა მუხლზე ოპერაცია 30 აპრილს გაიკეთა. 

 

0.117529