ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის – არტურო ვიდალის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი კლუბის შეცვლას გეგმავს. ტურინელები ჩილელის გასხვისების წინააღმდეგნი არიან, მაგრამ გარემოს გამოცვლა თავად ფეხბურთელს სურს.
“ვიდალი და პოგბა? ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად წავა. მეტსაც გეტყვით, ვიდალი ტურინს ნამდვილად დატოვებს”, - განუცხადა დ’ამიკომ აპენინურ მედიას.
რამდენადაც ცნობილია, “მანჩესტერ იუნაიტედი” ვიდალს კვირაში 220 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობს.